Thursday, December 22, 2022

ახალი წელი


ახალი წელი 

წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები ახალ წელს ელიან. დეკემბერში საახალწლო ღონისძიებები, დღესასწაულები და გართობის უამრავი საშუალება ერთად იყრის თავს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.🌲🌲

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.

იცით მაინც რას გულისხმობს ნამდვილი წინა საახალწლო სამზადისი? საახალწლო საჩუქრების მომზადებას, პროდუქტების შეძენას, ქალაქში დიდ საცობებსა და გრძელ რიგებში პურის შესაძენად საათობით დგომას, და სიხარულით გაწყობილ საახალწლო სუფრას😇💗


                                                          31 დეკემბერი


ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის.

როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.


ხალი წლის პირველ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღამისთევით ხვდება. ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნას 1 იანვრის ღამის წუთებზე იწყებენ და რამდენიმე დღე აგრძელებენ მხიარულებას.



                                                   
2 იანვარი - ბედობა


2 იანვარი საქართველოში ბედობის დღეა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ მთელი წელი ისე დაგებედება. ამიტომაც, ყველა ცდილობს ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. დღის მთავარი გმირი კი არის „მეკვლე“, პირველი ადამიანი რომელიც სტუმრობს ოჯახს 2 იანვარს. ამბობენ, მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მეკვლეც და მასპინძელიც ერთად იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ წელს.



No comments:

Post a Comment

ახალი წელი

ახალი წელი  წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო სამზადისშ...